21:59 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-20 19:09:38, 882 ნახვა

საზოგადოება
მინდელის შახტში დაშავებული 2 პირი საავადმყოფოდან გაწერეს, 2 კი, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული 2 პირი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრიდან დღეს გაეწერა, ორი კი, ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

„ორი პაციენტი გაეწერა. მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ბუნებრივია საფრთხე არ ემუქრება. ორი მძიმე პაციენტი კვლავ განაგრძნობს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში, მათ სამწუხაროდ დასჭირდებათ საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ერთ-ერთ მათგანს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, მეორესთან ასევე იგეგმება კანის გადანერგვა უახლოეს პერიოდში. ამ წუთებში პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, 16 ივლისს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics