|
2018-07-20 17:02:42, 574 ნახვა
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, გზის კაპიტალური აღდგენის სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. „აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ეს არის, დაახლოებით, ოთხკილომეტრიანი მონაკვეთი. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ამჟამად, აქ შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ცენტრალური გზის კაპიტალური რეაბილიტაციის დასრულებამდე, ადგილობრივ მცხოვრებლებს დროებით ამ გზით მოუწევთ გადაადგილება. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, სამი მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე, დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი, ახალი საფარის დასაგებად საფუძვლის მომზადება და დროებითი შემოვლითი გზების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ასევე, ითვალისწინებს ორი ავარიული ხიდის რეაბილიტაციას, რისთვისაც სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი შემოვლითი გზები მოეწყობა. სამშენებლო არეალი კახეთის გზატკეცილიდან იწყება და მგელაძისა და იორის ქუჩების გავლით, სოფელ ნასაგურში, აფხაზეთისა და მაჩაბლის ქუჩებთან სრულდება. სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი დროებითი გზების მოწყობის მიზნით, 2.5 კილომეტრზე ბეტონის კიუვეტები მოეწყობა და საერთო ჯამში, 25 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც 2018 წლის ნოემბერში დასრულდება, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენკო“ აწარმოებს. რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 878 452 ლარი დაიხარჯება. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი იმყოფებოდნენ.
(NS)
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)