21:59 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 14:55:14, 1000 ნახვა

საზოგადოება
ფოფხაძე „ქართული ოცნების“ კომპარტიასთან შედარების გამო, თანადგუნდელებს ბოდიშს უხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვაზე საუბრისას გამოთქმული ფრაზის გამო, ბოდიშს იხდის.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, განცხადება, რომელშიც „ქართული ოცნება“ კომუნისტურ პარტიას შეადარა, ემოციურ ფონზე გააკეთა.

„ბოდიშს ვიხდი ამ ციტატის გამო. ვთხოვ ჩემ კოლეგებს, რომ მომიტევონ, ემოციური იყო. მე მაქსიმალურად მინდა, ამ ვითარებაში ვითამაშო შუამავლის როლი. თავის დროზე დათო ჭიჭინაძე მარწმუნებდა, რომ მე არ უნდა წავიდე „ქართული ოცნებიდან“ და ჩვენი გუნდურობა და ერთად ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეც ვაპირებ, იგივე გავაკეთო და ვესაუბრო დავითს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს პოლიტსაბჭოს მიერ. მინდა, ამაში ყველა ჩემი თანაგუნდელი ჩაერთოს და თუ ვინმეს რაიმე წყენა აქვს ბატონ დავითთან, ამაზეც გუნდში ვისაუბროთ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics