|
2018-07-18 15:57:00, 899 ნახვა
საზოგადოება
პროფკავშირები - პრემიერის მოწოდების მიუხედავად, „საქნახშირი“ მაღაროელებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას სთხოვს
პრემიერ-მინისტრის მოწოდების მიუხედავად, კომპანია „საქნახშირი ჯი აი ჯი“-ს ადმინისტრაცია ორი დღის მანძილზე ურეკავს დასაქმებულებს და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას სთხოვს, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფროფკავშირები კომპანიის ადმინისტრაციას მოუწოდებს, დასაქმებულებზე ზეწოლა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში კომპანია „საქნახშირი ჯი აი ჯი“ სიტემატურად, სხვადასხვა მეთოდით მოუწოდებს მეშახტეებს განაგრძონ შრომითი საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ მოცდენილი დღეების ანაზღაურებას, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და ასევე ეწინააღმდეგება პრემიერის განცხადებას, შახტებში საქმიანობის შეჩერების შესახებ. ვფიქრობთ, რომ პრემიერის განცხადება შახტების დახურვასთან დაკავშირებით მისასალმებელია, თუმცა დაგვიანებული. პროფკავშირების გაერთიანებამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 6 აპრილს მიმართა მთავრობას, (მიმართვა შეგიძლიათ ნახოთ აქ bit.ly/GTUC10 ) დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო შახტებზე სამუშაოები და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის საფუძველზე განხილული ყოფილიყო შემდგომი ნაბიჯები შახტების რეაბილიტაციის ან/და ტყიბულში ალტერნატიული ეკონომიკური სექტორების განვითარების პერსპექტივების შესახებ. სამწუხაროდ, მთავრობამ აპრილის თვეში ეს არ გაიზიარა. მოვუწოდებთ კომპანიის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დასაქმებულებზე ზეწოლა და შეაჩეროს შახტებზე ყოველგვარი საქმიანობა, ვიდრე არ დაიდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექპერტების დასკვნა. ამ პერიოდში იქ დასაქმებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ იძულებითი მოცდენის სრული ანაზღაურებით, რაც აუცილებლად დოკუმენტალურად უნდა დადასტურდეს“, - განაცხადა ლიპარტელიანმა. მან ასევე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართა: „მოვუწოდებთ პრემიერ მინისტრს დაუყონებლივ მოიწვიოს სამხრივი კომისიის სხდომა, სადაც დაჩქარებულ რეჟიმში განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილში დავაყენეთ დღის წესრიგში“, - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ. ცნობისთვის, 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანიდაიღუპა, 6 კი, დაშავდა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)