|
2018-07-18 14:37:46, 981 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, საზაფხულო სკოლებში, ბანაკებსა და სალაშქრო ტურებში მონაწილეობის მიზნით, ახალგაზრდების რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „ამ პროგრამების მიზანია, რომ ახალგაზრდობას მივცეთ შესაძლებლობა საინტერესოდ გაატარონ ზაფხულის პერიოდი. ამიტომ, ყველა მსურველს ვთავაზობ, ჩაერთონ. ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია ახალგაზრდებისთვის და მომდევნო წლების განმავლობაშიც ვაპირებთ ასეთი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თემატურ საზაფხულო სკოლებში, ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობა სტუდენტებს და 18 - 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. თემატური საზაფხულო სკოლები და ბანაკები ტექნოლოგიების, მეწარმეობის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დიზაინის, მოხალისეობისა და სახელოვნებო მიმართულებით იგეგმება. სალაშქრო ტურები კი თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებზე განხორციელდება, სადაც მონაწილე ახალგაზრდები პროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ. საზაფხულო სკოლების და ბანაკების განხორციელების პერიოდია 2018 წლის 20 ივლისი - 15 სექტემბერი, ხოლო ლაშქრობების - 2018 წლის 25 ივლისი - 30 სექტემბერი. საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. საზაფხულო პროგრამებში ჯამში 2000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. საზაფხულო სკოლების, ბანაკების და ლაშქრობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, განმახორციელებელი ორგანიზაციები, პროგრამა, ლოკაციები, ნაკადების განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.youth.municipal.gov.ge
(NS)
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)