19:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 09:45:23, 444 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა OGP-ის გლობალური სამიტის მონაწილეებს უმასპინძლა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების მონაწილეებისთვის მიღება  გამართა. 

კახა კალაძემ სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს ვუმასპინძლოთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ იმ პრინციპების მხარდაჭერას, რომელსაც ეს ინიციატივა ითვალისწინებს. მზად ვართ, განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქის მართვაში მოსახლეობა ჩაერთოს და ამ მიმართულებით, ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოში გამართულ მიღებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

OGP-ის მეხუთე გლობალური სამიტი თბილისში 17-დან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება, რომელშიც 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მონაწილეობს.

სამიტის მონაწილეები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებენ და არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics