19:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 14:52:08, 647 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: შახტაში დაშავებული 2 პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, ხოლო დანარჩენების საშუალო სიმძიმისაა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მინდელის შახტაში დაშავებული ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, ხოლო დანარჩენების საშუალო სიმძიმისაა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, თბილისში მკურნალობას სულ 5 პაციენტი გააგრძელებს.

"დაზიანებები 6-მა პაციენტმა მიიღო, ერთი იქვე გაეწერა ბინაზე. 5 პაციენტი თბილისში გადმოდის, ერთი უკვე მიღებულია 50%-იანი დამწვრობით. მეორე პაციენტიც მალე შემოვა. პაციენტების უმეტესობას მიღებული აქვს დამწვრობა, ერთი არის ტრავმული, რომელიც სხვა კლინიკაში შევა. ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია. მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა. პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულში შახტები დროებით დაიხურება. როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა შახტა დაიხურება, სანამ გამოძიება და ექსპერტები არ დაასრულებენ მუშაობას. ამასთან, მისივე თქმით, ამ პერიოდში ყველა მეშახტეს ხელფასი აუნაზღაურდება. გარდა ამისა, ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა და საქართველოს ტერიტორიაზე ყველა არსებულ სახელმწიფო სტრუქტურის შენობაზე დროშებს დაუშვებენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics