|
2015-06-02 10:58:42, 623 ნახვა
საზოგადოება
ავჭალის არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში აქცია-კონცერტი გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და საქვემლოქმედო ფესტივალ „პოემუსის“ ორგანიზებით, ავჭალის არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. მასში ცნობილი მომღერლები, მსახიობები და პოეტები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ თორნიკე ყიფიანი, ნუცა ბუზალაძე, ია სუხიტაშვილი, სანდრო კაკულია, გიორგი რუხაძე და სხვები. კომპანიამ PSP არასრულწლოვნებისთვის სასაჩუქრედ ჰიგიენური საშუალებების კომპლექტები გამოყო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ კი არასრულწლოვნებს საჩუქრად წიგნები გადასცა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი პაპავას განცხადებით, ცენტრი მსგავს ღონისძიებებს „პოემუსთან“ ერთად უკვე ტრადიციულად მართავს. „კიდევ ერთი ღონისძიება ჩავატარეთ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. ჩვენ ვცდილობთ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ იმ ცნობილმა ხელოვანებმა, რომლების მოსმენაც და ნახვაც სურთ ჩვენს უმცროს მეგობრებს. კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო ვაჩუქეთ მასპინძლებს“, - განაცხადა გიორგი პაპავამ. ღონისძიებას კომპანია PSP-ს მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული დაესწრო. მისი თქმით, ფარმაცევტული კომპანია სიამოვნებით შეუერთდა ამ აქციას და მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის შესახებ. მსახიობმა სანდრო კაკულიამ კი ღონისძიების ორგანიზატორებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ემოციური საღამო დაუვიწყარი იქნება. ამ დროისთვის ავჭალის N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში 48 არასრულწლოვანი იმყოფება.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)