|
2018-07-05 11:59:04, 515 ნახვა
საზოგადოება
ტყის სექტორის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს - ლევან დავითაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პროექტი „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II“ შემაჯამებელი კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ (ADC) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და საქართველოში ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მოგეხსენებათ, ტყის სექტორის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფომ ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ შევიმუშავეთ სექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი - ეროვნული სატყეო კონცეფცია და ვმუშაობთ ტყის კოდექსის კანონპროექტზე. როგორც იცით, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება და ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით ამას შევძლებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში არად ბენკომ აღნიშნა, საქართველოში ტყეების განვითარების, კონსერვაციისა და აღდგენის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საზოგადოების ცნობადობის ამაღლებას. დაუშვებელია ტყის გაჩეხვა - განადგურება, რადგან ტყე ყველას ეკუთვნის. ელჩის განცხადებით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოსთან, რაც მომავალშიც გაგრძელდება. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პროექტის პირველი ფაზა 2012 წელს დაიწყო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში ტყის სექტორის განვითარების პროცესში. კონფერენციაზე, ტყეების მართვის ინსტიტუციურ და ფინანსურ-ეკონომიკურ მოდელებთან ერთად, ტყეების საჯარო და ეკოსისტემური მომსახურების გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს. საერთაშორისო და ქართველმა ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში შემუშავებული სატყეო დარგის განვითარების ინიციატივები წარმოადგინეს. კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბორჯომის ნახანძრალი ტყეების ნიადაგების აღდგენისა და სტიქიური პროცესების პრევენციის გეგმა, საქართველოს ტყეებში არსებული ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეებისა და ზონირების რუკა, თბილისის ახალი ტურისტული საფეხმავლო მარშრუტი და საგანმანათლებლო პროგრამა მდგრადი განვითარების მიზნების სათემო დონეზე დანერგვისათვის. „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II“ შემაჯამებელ კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა და სექტორის განვითარებაში ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)