|
2018-07-04 07:17:53, 752 ნახვა
საზოგადოება
სასამართლომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ქონების ჩუქება არაკონსტიტუციურად სცნო
საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ქონების ჩუქება არაკონსტიტუციურად სცნო. კერძოდ, სასამართლომ არალეგიტიმურად მიიჩნია, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ამ უფლების გარეშე ტოვებს. მოსარჩელეთა აზრით, ამგვარი რეგულირება დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობის უფლებას. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების ხელშეწყობა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის - სახელმწიფოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული პრივილეგიის სრული გაუქმებით, ისე მისი არსებითად თანასწორ პირებზე ერთნაირად გავრცელებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლის კომპეტენციაა, შესაბამისად, არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება გადადო 2018 წლის 31 დეკემბრამდე. "სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები, მათ შორის, ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება, არ გულისხმობს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის აღნიშნულ გარემოებასთან დაუკავშირებელი პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. კერძოდ, დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თვითმიზანი. სასამართლოს შეფასებით, კონსტიტუციის ამ დებულების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის პრივილეგიების განმტკიცება. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გარკვეული შეღავათის მინიჭება არ გულისხმობს სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ იმავე შესაძლებლობით სარგებლობის ხელშეშლას. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სადავო ნორმის საფუძველზე გადაცემადი ქონების ნუსხა არ არის პირობადებული რაიმე ისტორიული გარემოებით. უფრო მეტიც, სადავო ნორმა საერთოდ არ ქმნის რელიგიური და საკულტო ნაგებობების პრივატიზების სამართლებრივ საფუძველს. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმაზე დაყრდნობით ეკლესიამ შეიძლება საკუთრებაში უსასყიდლოდ მიიღოს პრივატიზებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ქონება, თუ იარსებებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება. ამგვარი ბლანკეტური მოწესრიგება შეუძლებელს ხდის ქონების გადაცემასა და ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, არ დასტურდება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული პრივილეგია არის ეკლესიის ისტორიული ღვაწლის აღიარებიდან მომდინარე, ისტორიულ გარემოებასთან დაკავშირებული და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგი", - ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში. საქმეზე "საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში და საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება 3 ივლისს მიიღო.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)