12:00 - 26 Jun, 2026
|
2018-07-02 14:38:31, 511 ნახვა
საზოგადოება
ავთანდილ თალაკვაძემ გომბორზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოინახულა
გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბელარუსის რესპუბლიკის ელჩთან, მიხაილ მიატლიკოვთან ერთად მოიახულა. პაციენტი ამ დროისთვის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში იმყოფება. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას კიდევ ერთი დაშავებული ტურისტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გომბორზე მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ამობრუნდა. 27 მგზავრიდან ჰოსპიტალიზაცია 25-ს დასჭირდა. 23 დაშავებული, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ბინაზე გაეწერა, 2 კი ამ დრომდე კლინიკაში, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
(NS)
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)