|
2015-05-31 15:16:28, 391 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს მედიაციის საკითხებზე მომუშავე ბელგიელი ექსპერტი სტუმრობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ მედიაციის საკითხებში ბელგიელი ექსპერტი, ლეუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ივო ერცენი სტუმრობს. სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით იმართება. ივო ერცენმა დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში პრაქტიკოს მედიატორებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა. ამ შეხვედრებს ასევე დაესწრნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ საქართველოს ოფისის და პროექტ „ჰარმონიის“ წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის თემა იყო „სასწავლო კურსის მოდულის შედგენა სისხლის სამართლის მედიაციის სფეროში“. ივო ერცენის ვიზიტის მიზანია მედიაციის სფეროში ბელგიური მეთოდის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. 1-ელ ივნისს კი ბელგიელი ექსპერტი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს იუსტიციის სამინისტროში შეხვდება. ამ შეხვედრის მიზანია ზრდასრულ სამართალდამრღვევსა და დაზარალებულს, ასევე პატიმარსა და დაზარალებულს შორის მედიაციის ბელგიური მოდელის გაცნობა, მათი გამოცდილების გაზიარება და საქართველოში მედიაციის განვითარების სამომავლო პერსპექტივაზე მსჯელობა. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა საქართველოში 2010 წელს დაიწყო. 2012 წლიდან პროგრამის მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)