|
2018-06-26 15:11:59, 504 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტუდენტებს უმასპინძლეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სტუდენტებს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირების პრინციპები გააცნეს. სამინისტროს ინფორმაციით, აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ლაბორატორიის დიაგნოსტირების თითოეულ პროცედურას დეტალურად გასცნობოდნენ. სტუდენტებმა განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტირების ლაბორატორიებიც მოინახულეს. მათ დაავადების სპეციფიკის შესახებ ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავ ინფორმაცია მიიღეს. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქტივობები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ. პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)