07:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 20:43:44, 741 ნახვა

საზოგადოება
შსს: გორის გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე, 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გორის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00-დან დილის 07:00-მდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი)ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

უწყების ცნობით, ავტომობილთა ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

ასევე, 27 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00–დან დილის 07:00-მდე, აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება  და ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics