|
2018-06-25 14:52:51, 618 ნახვა
საზოგადოება
ზღვის უბანში, ჩარგლისა და ანაპის ქუჩების კვეთაზე ახალი სკვერი მოეწყობა
ზღვის უბანში (თემქა), ანაპის 414-ე დივიზიის ქ. N16-ის მიმდებარედ, კერძო სამშენებლო კომპანია ახალ სკვერს მოაწყობს. აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. შესაბამისად, პროექტის განსახორციელებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და სამშენებლო კომპანია „რივას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად დაესწრო. „თბილისის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების მოწყობა და ამ მხრივ, ქალაქში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ზღვის უბანში, ანაპისა და ჩარგლის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს, მზადაა, დაახლოებით 200 000 ლარამდე დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს და ნაძალადევის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებლი სივრცე მოაწყოს. იმედი მაქვს, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და მსგავს ინიციატივებს სხვა სამშენებლო კომპანიებიც გამოიჩენენ“, - განაცხადა ნაძალადევი რაიონის გამგებელმა. პროექტის ფარგლებში, 3 200 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება ატრაქციონები, საბაღე სკამები და დაირგვება მწვანე ნარგავები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)