|
2018-06-25 13:32:13, 621 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გაიხსნა
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – „Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?" დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი დაესწრნენ. საერთაშორისო ფორუმი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ARISC) ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება. ფორუმის ფარგლებში 25-26 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, ხოლო 27-30 ივნისს – საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რეგიონის წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორები და მკვლევარები. მათ შორის: სტივენ ჯონსი (მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯი, აშშ), რიჩარდ ჰოვანესიანი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, აშშ), ვინფრიდ ბაუმგარტი (მაინცის უნივერსიტეტი, ეგრმანია), რონალდ სუნი (მიჩიგანის უნივერსიტეტი/ბოსტონის უნივერისტეტი, აშშ), შარლოტ ალსტონი (ნირთუმბრიის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), შარლ იურევიჩი (აღმოსავლური ცივილიზაციებისა და ენათა ინსტუტუტი – INALCO, საფრანგეთი), ენდრიუ ანდერსენი (კალგარის უნივერსიტეტი, კანადა) ადრიან ბრისკუ – (ჩარლზის უნივერსიტეტი, ჩეხეთი). საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)