|
2018-06-25 11:27:15, 759 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მოუწოდებს, მძღოლების მიერ კონდენციონერის ჩაურთველობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ
„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მოუწოდებს, მძღოლების მიერ კონდენციონერის ჩაურთველობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კონდენციონერი ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში მუშაობს. „გაცნობებთ, რომ დღეიდან, 25 ივნისიდან კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაიცა განკარგულება მიკროავტობუსებში კონდენცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გაგრილების სისტემის შეკეთება-გამოცვლისთვის დახარჯულმა თანხამ 480 000 ლარი შეადგინა. კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრების გადასაყვანად ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში კონდენციონერი მუშაობს და უმორჩილესად ვთხოვთ ყველა მომხმარებელს, მიკროავტობუსში გაგრილების სისტემის ჩაურთველობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი შეგვატყობინოს ცხელ ხაზზე 032 2 200 340; ასევე, გაცნობებთ, რომ კონდენცირების სისტემის ჩართვით მომატებულ საწვავის ხარჯს "თბილისის მიკროავტობუსი" ანაზღაურებს კომპანიის ბიუჯეტიდან და ყველა ის მძღოლი, რომელზეც მონიტორინგის სამსახური განსაკუთრებით ცხელ დღეებში არ დააფიქსირებს მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიებს, წახალისებული იქნება კომპანიის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)