|
2018-06-23 17:41:29, 1277 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ხვალ ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
24 ივნისს, „გარბენი-თბილისთან“ დაკავშირებით, ღამის 03:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული: „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, „გარბენი-თბილისთან“ დაკავშირებით, ღამის 03:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, მარათონის მიმდინარეობისას კი ეტაპობრივად აიკრძალება. აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო და სცენის მოწყობის სამუშაოების გამო, 24 ივნისს ღამის 03:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე. 24 ივნისს, დილის 09:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის, მერაბ კოსტავას და შოთა რუსთაველის გამზირებზე. ასევე, ავტომობილთა გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება აღნიშნულ გამზირებთან დამაკავშირებელ ქუჩებზე. მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. მარათონის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)