06:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-23 10:43:34, 741 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში 21 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, 21 მისამართზე სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

პროექტის ფარგლებში, ფეხბურთისა და კალათბურთის კარები აღდგება, შეიღებება ლითონის კონსტრუქციები, შეიცვლება ბალახის ხელოვნური საფარი, სტადიონების პერიმეტრზე კი, ლითონის ბადე მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. 

„ჩუღურეთის რაიონის მასშტაბით, 21 მოედნის რეაბილიტაცია დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. ჩვენი მიზანია, განახლებული სტადიონებით კიდევ ერთხელ მივცეთ მოტივაცია მოსახლეობას, დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტული აქტივობებით დაკავდნენ. წლის განმავლობაში,დაგეგმილი გვაქვს ერთი ახალი სტადიონის მშენებლობა. მოსახლეობას ვთხოვ, გაუფრთხილდნენ იმას, რაც უკვე გაკეთებულია. ჩვენ ერთად უნდ ავიზრუნოთ,რომ დედაქალაქი უფრო გავალამაზოთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „დანი ქონსთრაქშენი“ ასრულებს. სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 114 500 ლარი დაიხარჯება. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics