04:56 - 26 Jun, 2026
|
2018-06-21 11:43:53, 707 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში, მწერებით გადამტანი დაავადებების პრევენციის მიზნით, სადეზინსექციო სამუშაოები გრძელდება
მწერებით გადამტანი დაავადებების პრევენციის მიზნით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სადეზინსექციო სამუშაოებს აგრძელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპლექსური ღონისძიებები 1 მაისს დაიწყო, რომლის ფარგლებში, შავიზღვისპირა ზოლში სარფიდან ანაკლიამდე ყველა სახის კოღოს წინააღმდეგ სადეზინსექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის დეზინსექტანტით მუშავდება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შიდა არეალი. პირველი ეტაპი მოიცავს სამუშაოებს მაისისა და ივნისის თვეში , მეორე ეტაპი კი აგვისტოსა და სექტემბრის თვეში გაგრძელდება. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში 1 მლნ 520 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დამუშავდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)