|
2018-06-21 10:58:18, 679 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა მივიღოთ რაციონალური, სიმეტრიული მართვის სისტემა მთავრობაში
„საუბარია რამდენიმე სამინისტროს შერწყმაზე, - ეს არის პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გაცხადებული პოზიცია",-ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის შიგნით ფუნქციების სწორად დალაგებასთან დაკავშირებით ინტენსური კონსულტაციები გაიმართება. „ერთია, რა თქმა უნდა, რაოდენობა, ერთია, სამინისტროების შერწყმა. მეორეა ის, თუ როგორ უნდა დალაგდეს სწორად ფუნქციები მთავრობის შიგნით, სამინისტროებს შორის და ამაზე გვექნება ძალიან ინტენსიური კონსულტაციები და საბოლოოდ, მიიღება გადაწყვეტილება კანონის შინაარსით დაკავშირებით",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განმარტებით, მენეჯმენტში მთავარია, ჩამოყალიბებული იყოს რაციონალური სტრუქტურა და მნიშვნელოვანია სიმეტრიის დაცვა სტრუქტურის ჩამოყალიბების დროს. ირაკლი კობახიძის თქმით, სწორად ამ სიმეტრიის დაცვას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება. „მენეჯმენტში, ზოგადად, მთავარი არის ის, რომ იყოს ჩამოყალიბებული რაციონალური სტრუქტურა და ასევე, მნიშვნელოვანია სიმეტრიის დაცვა სტრუქტურის ჩამოყალიბების დროს და ამ სიმეტრიის დაცვას, რაციონალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც იქნება წარმოდგენილი და რომელზეც ერთად ვიმსჯელებთ საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი. არის გარკვეული საკითხები, რაც შეიძლება გაუმჯობესდეს, მთავარი ამოცანა ეს არის - ჩვენ შედეგად უნდა მივიღოთ რაციონალური, სიმეტრიული მართვის სისტემა მთავრობაში და ამ სულისკვეთებით იმოქმედებს როგორც პარლამენტი, ასევე, მთავრობა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, სავარაუდოდ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება მიღებული, რაც პარლამენტს, დაახლოებით, სამი კვირის თავზე, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საშუალებას მისცემს.
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)