|
2018-06-19 17:26:52, 863 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი თელავის ტექნოპარკს ეწვია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე კახეთს ეწვია და თელავის ტექნოპარკის მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად დაათვალიერა. თელავის ტექნოპარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება და კახეთის რეგიონს იმ სერვისებს და შესაძლებლობებს მიაწვდის, რასაც თბილისის ტექნოპარკი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. ტექნოპარკი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა იდეისა და ინიციატივის მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქცია. თელავის ტექნოპარკის მშენებლობა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მიერ ხორციელდება. თელავის ტექნოპარკის პარალელურად ასევე სექტემბერში გაიხსნება ახმეტის ინოვაციების ცენტრი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს თელავის ინოვაციების ჰაბთან, როგორც კახეთის რეგიონულ ცენტრთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)