03:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 10:27:25, 732 ნახვა

საზოგადოება
უამინდობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 205 შეტყობინება შევიდა [ვიდეო]

თბილისში რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უამინდობის გამო წუხელ უწყებაში 205 შეტყობინება შევიდა. ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონიდან, სადაც ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზაზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.

ასევე წვიმამ პრობლემები შექმნა ჩანტლაძის, შერვაშიძის, წინამძღვრიშვილის, ქვლივიძის ქუჩებზე და ვარკეთილის მასივში.

გლდანში, სოფელ გიორგი წმინდაში ხევძმარის ხევის ადიდების გამო გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა.

გარდა ამისა, დაიტბორა მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" მდებარე სავაჭრო ცენტრის, „გალერია თბილისის“ მიწისქვეშა ავტოსადგომი.

მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics