|
2015-05-29 17:15:00, 474 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები დაიწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე პროფილაქტიკური გამოკვლევების პარალელურად, უწყებაში თითოეული თვე სახელდება კონკრეტული დაწესებულების თვედ და იქ განთავსებული მსჯავრდებულები/ბრალდებულები გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებას ციხის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიღებენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს იქნება ციხის ცენტრალური საავადმყოფოს დამატებითი სამუშაო და სხვა დაწესებულებების მედ-პერსონალთა მიერ დაგეგმილ და ელექტრონულად რეგისტრირებული რეფერალის განხორციელებას ხელს არ შეუშლის. „მაისის და ივნისის თვე დაეთმობა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო საჭიროებების უზრუნველყოფას. აღნიშნულ აქციაში ჩაერთვება სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ 4 კონსულტანტიც. ივლისის თვე კი სასჯელაღსრულების N15 დაწესებულების თვედ გამოცხადება და იქ განთავსებულ მსჯავრდებულთა სამედიცინო საჭიროებებზე ზრუნვას დაეთმობა. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფილაქტიკური გამოკვლევები 18-19 ივნისს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში ჩატარდება. სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს კონსულტაცია შემდეგი ექიმ-სპეციალისტების მიერ უკვე გაეწიათ: ნევროლოგი, უროლოგი, ნარკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. ასევე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები. ამასთანავე, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილების სამედიცინო პუნქტში თანამედროვე რენტგენული დიაგნოსტიკური სისტემის ციფრულ დეტექტორიანი აპარატი დაიდგა. აღნიშული აპარატი სიახლეა პენიტენციური სისტემისთვის და მისი საშუალებით ადგილზევე შესაძლებელია ხარისხიანი რენტგენოლოგიური ფირის მიღება და სწრაფი დიაგნოსტიკა, რაც შესაძლებელს ხდის სისტემაში მოხვედრილ პირს მისი თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულებაში შესვლისთანავე ჩაუტარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფილაქტიკური გამოკვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით 2015 წელს დაიწყო და უკვე ჩატარდა N11, N17 და N5 დაწესებულებებში. აღნიშნული გამოკვლევები წლის ბოლომდე გაგრძელდება და სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებას მოიცავს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)