02:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 17:14:18, 791 ნახვა

საზოგადოება
დაძმობილების (Twinning) პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაძმობილების (Twinning) პროექტის „სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოება და მისი იმპლემენტაცია" სამეთვალყურეო საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე  სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა პროექტის მესამე კვარტალური ანგარიში განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო პროექტის ფარგლებში სამომავლო საქმიანობის გეგმებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიო და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ დაძმობილების პროექტის მიზანს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროში სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დახმარების გაწევა წარმოადგენს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics