|
2018-06-14 14:46:26, 673 ნახვა
საზოგადოება
NGO-ები: მოვითხოვთ ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის შემუშავებას
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ა(ა)იპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი საქართველოში შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არასამთავრობო ორანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტიანი პოლიტიკა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა. „მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტიანი პოლიტიკა, რაც ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების უკიდურეს იზოლაციას და გარიყულობას დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ჩართულობის რეალური შესაძლებლობით ჩაანაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წელს მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) რატიფიცირება, გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა, სახელმწიფოს არცერთი რეალური რეფორმა ამ მიმართულებით არ გაუტარებია,” – ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კონვენციით დაკისრებულ აუცილებელ და სასიცოცლოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს შორის, რომელიც სახელმწიფოს ჯერ არ გადადუდგამს, შშმ პირთა საჭიროებების შეფასებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნაა. NGO-ები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს უმოქმედობა აღრმავებს არსებულ უთანასწორობას და აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოწყვლადობას. „აღნიშნული უმთავრესი წინაპირობაა მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებების განხორციელებისათვის"- ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“- MAEE; პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის- PNO; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR; „ვოლფრამის სინდრომი-საქართველო“- Wolfram Syndrome Georgia; კავშირი ქალი და რეალობა- Woman an Reality; ა (ა) იპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი- SACHKHERE’S REGISTERED UNION OF PERSONS WITH DISABILITIES; „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ „- FAD; მოძრაობა "ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო"
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)