02:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 15:09:57, 565 ნახვა

საზოგადოება
ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით აჭარაში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრმა” ადამიანებით ვაჭრობის - ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები აჭარის საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის გამართა.

ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ტრეფიკინგის შესახებ აჭარის რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ამ დანაშაულთან ბრძოლაში, რაც ერთ-ერთი ძირითადი პრევენციული ღონისძიებაა ადამიანით ვაჭრობისგან თავის დასაცავად.

შეხვედრებზე განიხილეს, აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპებისა  და ტრეფიკინგთან ბრძოლის  საინფორმაციო სტრატეგია.  სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ შესაბამისი მასალები, რომლებსაც ისინი პრაქტიკაში, უშუალოდ, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების ცნობიერების გაზრდის მიზნით გამოიყენებენ. პედაგოგები დეტალურად გაეცნენ ტრეფიკინგის საფრთხეებს, დანაშაულის პრევენციისა და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოში არსებულ სერვისებს.

საინფორმაციო შეხვედრები აჭარის ა/რ ექვსივე საგანმანთლებლო რესურსცენტრში (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი) ჩატარდა. ასევე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბათუმში, სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ახალგაზრდული პროგრამის - „SKYE კლუბის“ მონაწილეებისთვის. შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლებსაც 140 მონაწილე დაესწრო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics