|
2018-06-12 14:43:04, 655 ნახვა
საზოგადოება
Unicef: 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი აღარ იღებს განათლებას
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საბავშვო ბაღში 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების 63.7% დადიოდა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელების აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო ბაღებში დადიოდა. “3-5 წლის ბავშვების მთლიანი რაოდენობის 8.9% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში იმიტომ არ დადიოდა, რომ მათ რაიონებში საბავშვო ბაღები არ იყო. ინფრასტრუქტურის არარსებობა სოფლისთვის (16.8%) უფრო მეტად არის დამახასიათებელი. არსებულ საბავშვო ბაღებში უადგილობის გამო კი, ბავშვების მთლიანი რაოდენობის თითქმის 5.1% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არ დადის”,- ნათქვამია კვლევაში. კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ სავალდებულო განათლების საფეხურზე სკოლაში დასწრების მაჩვენებელი 97%-ია; ამის მიუხედავად, 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი აღარ იღებს განათლებას. „ღარიბი ოჯახების ბავშვები უფრო იშვიათად იღებენ სკოლამდელ ან დაწყებით განათლებას. უღარიბესი კვინტილის 15-18 წლის ბავშვებში სკოლის დასწრების მაჩვენებელი თითქმის 81%-ია, ხოლო უმდიდრესი კვინტილის იმავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში – 98%. განსხვავება კიდევ უფრო აშკარა ხდება 18 წლის ასაკის შემდეგ, როდესაც ღარიბი ოჯახების ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებებს ტოვებენ. სხვადასხვა ტიპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას აგრძელებს უღარიბესი კვინტილის 20 წლის ბავშვების თითქმის 5% და უმდიდრესი კვინტილის ბავშვების 77%“,- ნათქვამია კვლევაში. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველაზე ღარიბი ოჯახების ყოველი 10 ბავშვიდან 6-ს არ აქვს ან საკმარისად არ მიუწვდება ხელი საბავშვო წიგნებზე. „საქართველოში 36-59 თვის ბავშვების მხოლოდ 59%-ს აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი. უღარიბესი კვინტილის ბავშვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 36%-ია, ხოლო უმდიდრესი კვინტილის ბავშვების შემთხვევაში - 88%. ამასთან ერთად, ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი საბავშვო წიგნებზე (66.3%), ვიდრე სოფლად მცხოვრებ ბავშვებს (52.6%). ამავდროულად, ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარების (ECD) ინდექსის მიხედვით, 3-დან 5 წლამდე ბავშვების 92.8% სწორად ვითარდება“-ნათქვამია კვლევაში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ არასათანადო ზრუნვის ფაქტები ქალაქში მცხოვრები შინამეურნეობების შემთხვევაში უფრო ხშირია, ვიდრე სოფლად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)