01:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 17:24:21, 620 ნახვა

საზოგადოება
თბილისის 43 ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების ქსელის მონტაჟი დაიწყო

თბილისის 43 საჯარო ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ინვენტარის დასამონტაჟებლად, ელექტროქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ელ +“ ატარებს.

ინვენტარი, რომელსაც საჯარო ბაღებში დაამონტაჟებენ, კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს, ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებს მოიცავს.

ამ დროისთვის, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი დაცულია, თუმცა შესყიდვების პროცედურების დასრულების შემდეგ, 43 საბავშვო ბაღი სახანძრო უსაფრთხოების სრულფასოვანი უზრუნველყოფისთვის სრულად აღიჭურვება. 

სამუშაოების დასრულება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე იგეგმება. პროექტის ღირებულება 470 000 ლარია.

 აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული მდგომარეობის მონიტორინგი დამატებით 71 ბაგა-ბაღში გრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics