|
2015-05-29 12:13:57, 382 ნახვა
საზოგადოება
უჩა ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი საჯარო დებატები და ანგარიში მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრება. „ჩვენ ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სივრცეები შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი დებატები იქნება“, - აღნიშნა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველის თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და რეკომენდაცია საგამოძიებო ორგანოებს ეხება. „ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და რეკომენდაცია ეხება საგამოძიებო ორგანოებს, მათ საქმიანობას. რა თქმა უნდა ჩვენს ამ მხრივ ვაგრძელებთ მუშაობს და პრობლემები რეალურად მცირდება ამ მიმართულებით. ცალკე საუბრის საგანია ტოლერანტობის არ არსებობა“, - განაცხადა ნანუაშვილმა. მან ასევე ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და სტატისტიკაზე ისაუბრა. „ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები და ამ კუთხით სამწუხარო სტატისტიკა, ეს შეიძლება გამოიყოს, როგორც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)