|
2018-06-11 10:54:54, 685 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივ ცენტრებში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი გრძელდება
სოფელ საგურამოს მოსახლეობასთან მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სოფელი საგურამო მეორეა იმ დასახლებათაგან, რომლებიც საპილოტო პროექტისთვის გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით შეირჩა. საგურამოს შემდეგ სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით კიდევ 10 დასახლებაში - არხილოსკალოში, ჯიმითში, არბოშიკში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, მზისგულსა და შუახევში - განხორციელდება. შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეებს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, მიწით მოსარგებლეებსა და მართლზომიერ მფლობელებს საგურამოში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის დაწყების შესახებ ეცნობათ. საპილოტო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას, მოქალაქის ნაცვლად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორეების, კონტრაქტორი კომპანიისა და რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად განახორციელებს. „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალში ყველა მიწის ნაკვეთის სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე რეგისტრაციას გულისხმობს. პროექტი არ ზღუდავს მოქალაქეებს, ინდივიდუალურად, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ. საზოგადოებრივმა ცენტრებმა საპილოტო პროექტის წარსადგენად მოამზადეს რუკა, რომელზეც 45-ვე საზოგადოებრივი ცენტრია დატანილი, და დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები, რომლებშიც ცენტრების კონცენფციაზეა საუბარი. ინფრომაციისთვის, საქართველოში მოქმედ 52 საზოგადოებრივ ცენტრში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეების განცხადების საფუძველზე უკვე 180 000-მდე განცხადება დარეგისტრირდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)