|
2018-06-11 10:31:25, 732 ნახვა
საზოგადოება
შსს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემას აქვეყნებს [ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის გამო დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის გამო, N 1 საჯარო სკოლიდან 9 აპრილის ქუჩის და რუსთაველის გამზრის კვეთამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დაკეტილია, შესაბამისად ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებებით: შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ჭიჭინაძის ქუჩით (N 1 საჯარო სკოლასთან), ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გავლით და 9 აპრილის ქუჩით დაბრუნდებიან რუსთაველის გამზირზე. ასევე, რუსთაველის გამზირიდან (N 1 საჯარო სკოლასთან) მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ჩავლენ ჯორჯაძის ქუჩაზე, საიდანაც თაბუკაშვილის ქუჩის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას. ხოლო, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები რუსთაველის გამზრიდან (კინოთტრ „რუსთაველთან“) ჩავლენ ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე და მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ. საიდანაც ჭანტურიას ქუჩის გავლით ავტომანქანების ნაკადი მოხვდება რუსთაველის გამზირზე და გააგრძელებს მოძრაობას პირველი რესპუბლიკის (ყოფილი ვარდების) მოედნის მიმართულებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)