|
2018-06-11 02:42:36, 1231 ნახვა
საზოგადოება
გიო ხუციშვილი გარდაიცვალა
მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი „ფეისბუქში“ ავრცელებს. „ჩვენი გიო აღარ არის“ - წერს ოქიტაშვილი. "ექსპრესნიუსს" მომღერლის გარდაცვალება, ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. მისი ცნობით, მომღერალი სიცოცხლის ბოლო წუთებში, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში იყო. გიო ხუციშვილს მოულოდნელად ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა. 29 მაისს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მან თავისი ვარსკვლავი მთელს მის თაობას მიუძღვნა, იმ ადამიანებს, რომლებიც 90-იან წლებში მასთან ერთად იბრძოდნენ. ვარსკვლავის გახსნამდე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა, სადაც მასთან ერთად მისმა კოლეგებმა მიიღეს მონაწილეობა. სცენაზე მაყურებლის წინაშე ნატო გელაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა,ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, ეკა კახიანი,თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, ანსამბლი„ფორტე“ და სხვები წარდგნენ. გარდა ამისა, გიო ხუციშვილმა ერთ-ერთი სიმღერა მეუღლესთან ერთადაც შეასრულა, რომელმაც პუბლიკისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)