|
2015-05-29 10:50:15, 373 ნახვა
საზოგადოება
112-მა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა 2015 წლის 27-28 მაისს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ მედიატური გამართა. შსს-ს ინფორმაციით, მედიატურში საქართველოს რეგიონალური მედიის 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. „112“-ის მიერ მედიატურის ჩატარების მიზანი იყო მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონოდათ გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის შესახებ და „112“-ის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ დასრულებული, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტების შესახებ. მედიატურის ფარგლებში განიხილეს მედიის წარმომადგენლებისთვის საინტერესო ყველა საკითხი. რეგიონალური მედიის წარმომადგენლები „112“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, გაიგეს თუ რა სიახლე დანერგა „112“-მა იმისათვის, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შეეძლოთ გადაუდებელი დახმარების ნომერთან დამოუკიდებლად წვდომა. ასევე შეიტყვეს, რა ღონისძიებები ჩატარდა „112“-ის ცნობადობის გაზრდისა და მოქალაქეთათვის უკეთესი სერვისის შეთავაზების კუთხით. დეტალურად განიხილეს თუ რა ცვლილებები შევიდა კანონში და რა კუთხით გამკაცრდა სასჯელი არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში. მედიატურის მეორე დღეს ჟურნალისტები „112“-ს ესტუმრნენ, ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დააკვირდნენ. შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა და შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეა გზირიშვილმა „112“-ის მიერ ორგანიზებული მედიატურის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)