00:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 15:33:27, 975 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას პასუხობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბარლდებას პასუხობს.

როგორც აჭარის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ აღნიშნა, საქმე გვაქვს მორიგ უსაფუძვლო ბრალდებასთან.

„წყლის სისტემის მოწესრიგება გზებთან და გაზიფიცირებასთან ერთად აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ხორციელდება. ბოლო წლებში ძალიან ბევრ ისეთ სოფელში შეიქმნა წლის სისტემა, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილა. აჭარის მუნიციპალიტეტები 300-ზე მეტ სოფელს მოიცავს, მათ შორის რთული რელიეფის მქონე სოფლებს, სადაც ეტაპობრივად, თანმიმდევრულად ხდება წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით შეიქმნა „წყლის სისტემის ალიანსი", რომელშიც ყველა მუნიციპალიტეტი გაერთიანდა და წყლის სისტემის რეფორმის განხორციელებაშია ჩართული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინვესტიციო პროექტის მომზადება, რომელსაც გერმანიის განვითარების ბანკი KFW 47 000 000 ევროთი დააფინანსებს. რაც შეეხება მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებულ ხარვეზებს, მონიტორინგს ახორციელებს მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები და ყველა შეუსრულებელი ვალდებულების თუ უხარისხო სამუშაოს შემთხვევაში ხდება შესაბამისი ზომების გატარება", - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics