|
2018-06-05 16:42:22, 1166 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლმა“ გარემოს დაცვის დღე აღნიშნა და ელექტროტრანსპორტის გამოფენა მოაწყო
„ვისოლმა“გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა და ევროპის მოედანზე ელექტროტრანსპორტის გამოფენა მოაწყო. ღონისძიება მიზნად ისახავდა ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციასა და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას. ასევე მოეწყო ელექტროსკუტერებით ტესტ დრაივი და სახალისო შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, „ვისოლის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ გარემოზე ზრუნვაა. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს გარემოს დაცვის მიმართულებით. მიმდინარე წლიდან „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის განათება სრულიად ეკო–მეგობრულ – „ლედ“ განათებაზე გადაგვყავს. 2017 წლიდან კი, „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს და მიმდინარე წელს უკვე სწრაფ დამტენ სადგურებს ვამატებთ ცენტრალური ავტომაგისტრალის გორისა და თერჯოლის მონაკვეთებზე განთავსებულ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსებზე. ეკო–ტრანსპორტის პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მზაობა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია, მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულიად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხედვას. დღევანდელი ღონისძიებით კი ჩვენ ფართო საზოგადოებას გვსურს ელექტრომობილების შესაძლებლობები და უპირატესობები ვაჩვენოთ, რომ ხელი შევუწყოთ ეკო–მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციას“, – აღნიშნა ვასილ ხორავამ. „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი–სპეის“–თან თანამშრომლობით ავითარებს. როგორც „ი-სპეის“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სულხან გვალიამ აღნიშნა, „ი-სპეის“-ი საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ელექტრომანქანების დამტენი მოწყობილობების ქსელს ქმნის. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი დამტენია დამონტაჟებული. ცნობისთვის, „ვისოლმა“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე–13 კილომეტრზე შემატა. რეგიონში „ვისოლის“ პირველი ელექტროდამტენი სადგური გორში კომპანიამ „ეკო დრაგის“ – ელექტრომობილების რბოლის გამართვით აღნიშნა. მომავალში კომპანია უკვე სწრაფდამტენი სადგურების ქსელს გააფართოებს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ელექტრომობილების მძღოლებს საკუთარი ავტომობილების დამუხტვა სრულიად უფასოდ შეუძლიათ.
(R) სალომე უბირია
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)