|
2018-06-05 15:10:25, 1116 ნახვა
საზოგადოება
„მემანქანეებზეა დამოკიდებული მეტროს მუშაობა და არა ქალაქის მერზე“ - გაფიცვის მესამე დღე
თბილისში მეტრო უკვე მეორე დღეა გათიშულია. მეტროპოლიტენის მემანქანეების განცხადებით, ისინი გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. როგორც მემანქანეები აცხადებენ, ისინი თანახმა არიან, მათ ხელფასები ეტაპორივად მოუმატონ. მემანქანეები მზად არიან, თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებზე ისევ წავიდნენ, თუმცა ელოდებიან, რომ მერია დათმობაზე წავა. გლდანის დეფოში, სადაც გაფიცული მემანქანეები უკვე მესამე დღეა შიმშილობენ, ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ახლა მემანქანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მემანქანეების ინფორმაციით, მათი ყოველთვიური შემოსავალი 1200 ლარს არ აღემატება და ისინი ხელფასის გაზრდას 45%-ით ითხოვენ. მათივე მტკიცებით, სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებს საათობრივად 8.65 ლარს უხდის და ისინი ამ თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. "ვისაც უფრო დაბალი ხელფასი აქვს, მათ ჩვენ ხომ ვერ მოვუმათებთ?! ჩვენ ჩვენსას ვითხოვთ. ჩვენც შეგვიძლია შევადაროთ ჩვენი ხელფასი უფრო მაღალ ხელფასებს. ეს შედარები ლამაზი არ არის. ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები დგანან. ძალიან ცუდია, რომ მომსახურე პერსონალს დაბალი ხელფასი აქვს. აუცილებლად უნდა გადაიხედოს ყველა ადამიანის ხელფასი და მშრომელი ადამიანის მუშაობა უნდა დაფასდეს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის ლინა ღვინიანიძის განცხადებით, მემანქანეების გაფიცვა არის ლეგიტიმური. მისივე შეფასებით, თბილისის მერია გაფიცულ მემანქანეებთან დაკავშირებით საკუთარ ტონს ცვლის, რაც ღვინიანიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია. "თუ გუშინ მერია საუბრობდა უკანონო გაფიცვაზე და მემანქანეების პასუხისმგებლობაზე, უკვე მოგვიანებით ვხედავდით, რომ მოდიან და სხვანაირად ესაუბრებიან მემანქანეებს. ეს ნიშნავს, რომ თბილისის მერი აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით უფრო ადეკვატური ხდება, რაც ძალიან კარგია. თუმცა მნიშვნელოვანია მოლაპარაკება შედგეს კონკრეტულ საგანზე. მემანქანეები აცხადებენ, რომ გარკვეულ დათმობაზე წავლენ, მაგრამ მათ იგივე უნდა დაინოხონ მერიის მხრიდანაც. პირველი რაც უნდა გაკეთდეს საუბარია ამ ადამიანებთან, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული მეტროს მუშაობა და არა ქალაქის მერზე. ამ ადამიანებმა ეს დაამტკიცეს", - აღნიშნა მან. დღეს გლდანის დეპოში ჯერჯერობით არც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და არც მერიის წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ცნობისთვის, თბილსის მეტრო 52 წლის წინ გაიხსნა და ეს მემანქანეების პირველი გაფიცვაა. შეგახსენებთ, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეები 3 ივნისს 15:00 საათზე გაიფიცნენ. მემანქანეებმა შიმშილობა დაიწყეს და განაცხადეს, რომ გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 4 ივნისს თბილისის მეტრომ მემანქანეების გაფიცვის გამო მუშაობა შეწყვიტა, რამაც ქალაქში გადაადგილების პრობლემა შექმნა.
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)