|
2018-06-03 20:52:04, 1154 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა საქართველოს მთავრობის სახელზე მიმართვა მოამზადეს
ვაკის პარკში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა საქართველოს მთავრობის სახელზე მიმართვა მოამზადეს. როგორც აქციის „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი მთავრობას კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოებისა და დაზარალებული ოჯახების მიერ ნდობით აღჭურვილი პირებისგან. „დღეს შევიკრიბეთ ჩვენ, საზოგადოების წევრები, რომლებიც ვაცნობიერებთ საქართველოში შექმნილ მძიმე სიტუაციას. ერთი მხრივ, გვაქვს უსამართლობის განცდა, რადგან დავინახეთ, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო გამოეძიებინა საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე და ტკივილის მომტანი საქმე. ავადროულად, ბოლო დღეებში პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნილი სიტუაცია გამოიყენეს პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად. გაიჟღერა მოწოდებებმა მთავრობის გადადგომის, გაისმა წინადადებები, რომ მთავრობა ჩამოიშალა და ისეთი შინაარსის სიტყვები, რომლებიც მიგვიყვანს პოლიტიკურ დესტაბილიზაციამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ჩვენ არ გვინდა ეს. შექმნილ სიტუაციაში მოვუწოდებთ მთვარობას, პარლამენტს, შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოების და დაზარალებული ოჯახების მიერ ნდობით აღჭურვილი პირებისგან, რადგან დაკარგული გვაქვს ნდობა გამოძიების მიმართ, ასევე იმ ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომლებიც თითქოს დღეს ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. მაქსიმალურად მალე, დროულად მთავრობამ, პარლამენტმა უზრუნველყოს კომისიის შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც ზემოთ ვთქვი, საზოგადოებისთვის და რაც ველაზე მთავარია, ოჯახებისთვის, რომლებსაც მიადგათ ტკივილი, მათი ნდობით აღჭურვილი პირებით, რომლებიც ჩვენს გაცემულ ნდობაზე დაგვიბრუნებენ პასუხს თავიანთი კომპეტენტურობით და აზრით გამოძიების შესახებ. ეს არ არის ზოგადი მოთხოვნა. ეს არის მოთხოვნა, რომლისთვისაც ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენთვის დღეს პრემიერ-მინისტრი ინარჩუნებს ნდობას. თუ მას სურს, რომ ეს ნდობა დარჩეს, ჩაერთოს ის პირადად, შეიქმნას ასეთი კომისია და გაეცეს პასუხები კითხვებს, ვინ მოკლა ჩვენი ახალგაზრდები და რაც ყველაზე მთავარია, ვინ დააფარა ხელი გამოძიებას, დამნაშავეებს. ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, არანაკლები მოთხოვნით, გამოიძიოს ძალიან სწრაფად ვინ გეგმავდა ამ დღეებში ქვეყანაში დესტაბილიზაციას. რომელი პოლიტიკური პარტიები. აიღონ ამ პარტიებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიანთი ამომრჩევლების, ქვეყნის წინაშე და თქვან, რომ აპირებდნენ, ჩამოიშორონ ნიღაბი სამართლიანობის ბრძოლის და გამოაჩინონ ის კბილები, რომლითაც აპირებდნენ ქვეყნის დესტაბილიზაციაში შეყვანას. მოვუწოდებთ მთავრობას, პარლამენტს, პრემიერს, ძალიან სწრაფად, უახლოეს საათებში, მაქსიმუმ ხვალ, შექმნან კომისია, რომელიც გაგვაცნობს და გვეტყვის, რა მოხდა. პარლამენტმა გააჟღერა, ჩვენ ბოლომდე სამწუხაროდ ვერ ვენდობით პარლამენტსაც, ამიტომ მგონი, ნათლად ვთქვი, რომ კომისია უნდა იყოს დაკომპექტებული ოჯახების, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებით. ამაზე უნდა იმუშაოს როგორც აღმასრულებელმა, ისე საკანონმდებლო ორგანოებმა. ეს არის მიღებული და სწორი პრაქტიკა, რადგან დავამყაროთ ნდობა გამოძიებასა და ხალხს შორის. ამის განხორციელებაში უნდა ჩაერთოს მედიაც და ყველა ის ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია შექმნას კომისია. ძალიან გთხოვთ, მოგიწოდებთ, მოდით, დაუჭირეთ ამ მოთხოვნას მხარი და ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვართ მარგინალური ძალა, არ გვინდა არავის ჩამოგდება, ჩვენ გვინდა სამართალი. ვუთხრათ და დავანახოთ, რომ ყველაზე ძლიერი პოზიცია არის ეს, რომ დამშვიდდეს იმ მშობლების გულები, რომლებმაც დაკარგეს შვილები და გავაგრძელოთ ნორმალურად ცხოვრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)