|
2018-06-01 10:49:22, 1081 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან აქცია 16:00 საათზე განახლდება
თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია „ნუ მომკლავ“ 16:00 საათზე განახლდება. ადგილზე ამ დროისთვის სამი კარავია გაშლილი. პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში ათობით ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. რუსთაველის გამზირზე დილით პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც მივიდა. როგორც მან აღნიშნა, დღეს აქციას პანკისიდანაც შეიერთდებიან და იქამდე იდგებიან ზაზა სარალიძის გვერდით, ვიდრე მისი მოთხოვნები არ შესრულდება. ცნობისთვის, გუშინ, თბილისი საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთი გაამართლა, მეორე კი, ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზ სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მივიდა და ირაკლი შოთაძის გადადგომა მოითხოვა. რამდენიმე საათში შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ პროკატურასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მსვლეობით გაემართნენ. მსვლელობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარლამენტთან სარალიძემ და მისმა უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ მოითხოვეს, დღის ბოლომდე კონკრეტული პირები, მათ შორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი პასუხისგებაში მიცემულიყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი ეს მოთხოვნა არ შესრულდა, აქციის მონაწილეების მოთხოვნებს მთავრობის გადადგომა დაემატა. მოგვიანებით, პარლამენტთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა. მან სცადა, აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიემართა, თუმცა მომიტინგეებმა მას ბოთლები ესროლეს და საუბრის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ დღეიდან ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს შსს გამოიძიებს და ამ პროცესს შს მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. ასევე, პრემიერის თქმით, მოკლული მოზარდების მშობლებს საშუალება ექნებათ, გამოძიებისგან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ. კვირიკაშვილი მთავარი პროკურორის გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრს დაავალა, ახალი მთავარი პროკურორი მაქსიმალურად ფართო ფენების ლეგიტიმაციით იქნას შერჩეული. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი - ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)