16:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 12:46:03, 1244 ნახვა

საზოგადოება
IRI - მოსახლეობის 86% რუსეთს აგრესორად მიიჩნევს, თუმცა 46% კრემლთან დიალოგის გამართვას მხარს უჭერს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი ურთიერთობა საქართველოს რუსეთთან აქვს.

გამოკითხული მოსახლეობის 89% რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ნეგატიურად აფასებს. აღნიშნულ ურთიერთობას საშუალოდ მოსახლეობის 7% აფასებს და მხოლოდ 4 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების სიაში ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები (88%), უკრაინა (83%), აზერბაიჯანი (82%), თურქეთი (75%), სომხეთი (68%), ჩინეთი (56%) და ირანი (45%) არიან. ყველაზე კარგად მოსახლეობამ ევროკავშირთან არსებული ურთიერთობა შეაფასა (90%).

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 86% პროცენტი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესია გრძელდება. 7% ამ მოსახზრებას არ ეთანხმება, ხოლო კიდევ 7%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.

კითხვაზე - რომელი ქვეყანა უქმნის საქართველოს პოლიტიკურ საფრთხეს, გამოკითხული მოსახლეობის 85%-მა რუსეთი დაასახელა. ამასთან, მოსახლეობის 8% მიიჩნევს, რომ რუსეთი პოლიტიკური პარტნიორია.

ყველაზე ნაკლებ საფრთხეს საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირში (1%), ჩინეთსა ( 1%) და სამხეთში (3%) ხედავს.  

გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ მოსახლეობის 46% რუსეთთან დიალოგის გამართვას მხარს უჭერს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics