|
2015-05-27 16:04:26, 351 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობას გერმანელი ექსპერტები გაეცნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის გასაცნობად გერმანელი ექსპერტები ეწვივნენ. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის გაცნობა, აქტუალური საკითხების მიმოხილვა, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ ბრემენის სასჯელაღსრულების განყოფილების გამგეს თორბენ ადამსსა და ოლდენბურგის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს, კოლეგიის თავმჯდომარეს შთეფან ფონ დერ ბექს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის შედეგები, არსებული პრობლემები და გამოწვევები გააცნო. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის ქმედითი პერსპექტივებიც. დანაშაულის პრევენციის ცენტრში მიმდინარე პროგრამა ავსტრიულ მოდელთან დაახლოებულია, თუმცა საინტერესოა სხვა ქვეყნების მაგალითებიც“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ და სტუმრებსა და ვიზიტის ორგანიზატორებს ცენტრის საქმიანობის დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გერმანელმა ექსპერტებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის ორგანიზატორია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი. ვიზიტი გერმანიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის 2014 წლის დეკემბერში ხელმოწერილი თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში დაიგეგმა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში სრულუფლებიან რესოციალიზაციას ითვალისწინებს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)