|
2018-05-26 18:29:53, 1286 ნახვა
საზოგადოება
თხმ: არაფერი გვაქვს საზეიმო - მოქალაქეები დამოუკიდებლები არ ვართ
მოქალაქეები 1918 წელს ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების მიუხედავად არ არიან დამოუკიდებლები- ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათი თქმით, 12 მაისის ღამემ საბოლოოდ დაგვანახა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან დამოუკიდებელნი სისტემის ტერორისგან, ძალაუფლების სამარცხვინო სცენარებისგან, დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკისგან. „გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თუმცა ჩვენ, ზუსტად 2 კვირის წინ უმიზეზოდ დარბეულ და ღირსებაშელახულ ადამიანებს, არაფერი გვაქვს საზეიმო. 12 მაისის ღამემ საბოლოოდ დაგვანახა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ დამოუკიდებელნი სისტემის ტერორისგან, ძალაუფლების სამარცხვინო სცენარებისგან, დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკისგან. ცალსახაა, რომ 12-13 მაისის მოვლენები გასცდა დარტყმის ობიექტად ქცეულ კლუბებსაც და პოლიციის ინსტრუმენტად ქცეულ ნარკოპოლიტიკასაც. დიახ, ჩვენ ბევრად ღრმა შინაარსის პრობლემების წინაშე დავდექით, ხოლო ტკივილი, რომელიც სისტემამ მოგვაყენა, კომპენსაციას არ ექვემდებარება და პასუხს მოითხოვს", - აღნიშნულია განცხადებაში. მოძრაობის თქმით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა განახლდა, თუმცა შეთანხმების დეტალები უცნობია. „ამ დრომდე არ შემდგარა შეხვედრა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებთან, რომლის სავარაუდო თარიღად მიმდინარე კვირის ბოლოა დასახელებული. მართალია, შეხვედრა პრინციპული მნიშვნელობისაა, თუმცა ვადის ამოწურვისთანავე ჩვენ ვწყვეტთ მოლაპარაკების მაგიდის ფორმატში მონაწილეობას“, - აღნიშნავენ მოძრაობაში. მოძრაობის მოთხოვნაა, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილების საკითხი საგაზაფხულო სესიას არ გასცდეს. „ეს ცვლილებები პირველ რიგში იმისთვის გვჭირდება, რომ აღარ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. პოლიციური კონტროლი, ტერორი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა, გაყოფილი და მანიპულირებადი საზოგადოება, დესტაბილიზაციის სცენარები, სამოქალაქო პროტესტს ჩასაფრებული ვიწრო პარტიული ინტერესები - ზედაპირზე ამოტანილი ეს საკითხები, ცხადია, გრძელვადიან და მეთოდურ მუშაობას საჭიროებს, სამოქალაქო აქტივისტურ ჯგუფებს კი ახალი სტრატეგიების მოძებნისკენ გვიბიძგებს. არავის გვაქვს ილუზია, რომ სისტემის ტრანსფორმაცია ერთი ან ორი აქციით მოხდება, ეს მუდმივი ბრძოლაა, რომელიც გააზრებულ და რაციონალურ მოქმედებებს მოითხოვს. ვიდრე რეპრესიული აპარატი არ წყვეტს მოქალაქეთა ცხოვრების ხელყოფას და პოლიტიკური სისტემა ვერ პასუხობს კითხვებს: რა ნივთიერებამ მოკლა ადამიანები, ვინ იდგა ამის უკან, რატომ იქცნენ კლუბები დარტყმის სამიზნედ, რატომ შევარდა შეიარაღებული სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების დასარბევად, რატომ დააკავეს ადამიანები და არ მისცეს პროტესტის გამოხატვის საშუალება, ვინ არის პასუხისმგებელი? - ვერაფერი გაანელებს ჩვენს ბრაზსა და უნდობლობას“,- ნათქვამია განცხადებაში.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)