|
2018-05-25 19:09:17, 1047 ნახვა
საზოგადოება
ვარდების რევოლუციის მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი მიენიჭა
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 30 ხმით არცერთის წინააღმდეგ მთაწმინდის რაიონში, ვარდების მოედნისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღეს. დღესვე საკრებულოს წევრებმა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის მიერ წარმოდგენილ საკითხს, რომელიც დედაქალაქში მდებარე 15 ქუჩისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ სახელმწიფო მოღვაწეთა სახელების დარქმევას ეხებოდა, დადებითი რეკომენდაცია მისცეს. გარდა ამისა, თბილისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე კომპანია „ას ჯორჯიასთვის“ შეთავაზებულ ახალ პირობებს მხარი დაუჭირა. საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სხდომის დაწყებამდე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მოითხოვა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება მიზანშეუწონელია. მანვე დედაქალაქის მერია კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. განმარტება, საკითხთან დაკავშირებით, ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა გააკეთა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, კომპანია „ას ჯორჯიასთვის“ შეთავაზებული ახალი პირობებით მუნიციპალიტეტი ჯამში 15 მილიონ ლარს მიიღებს, რაც ქალაქისათვის უფრო მომგებიანია, ვიდრე პროექტის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიის მიერ ჯარიმის სახით მხოლოდ 300 000 ლარის გადახდა. მისივე თქმით, 15 ჰექტარი ტერიტორიის მთლიანად გაყიდვის შემთხვევაშიც კი მუნიციპალიტეტი ჯამში 9 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილებით, თანხა 15 მილიონ ლარამდე იზრდება. ლევან ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ უპასუხა. „საქმე იმაშია, რომ როდესაც 2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა კომპანიას 1 ლარად გადასცა ძალიან დიდი ტერიტორია, იყო გარკვეული ვალდებულებები, რომელიც თავიდანვე განწირული იყო. 15 ჰექტარზე უნდა გაკეთებულიყო დენდროლოგიური პარკი, რისთვისაც 3,5 მლნ დოლარი უნდა დახარჯულიყო. თუ რომელიმე ექსპერტი გვეტყვის, რომ ამ ფასში შეიძლება დენდროლოგიური პარკის გაკეთება, მე ბოდიშს მოგიხდით. ეს შეუძლებელია. სანაცვლოდ, ჩვენ "დირსის ჯგუფთან" მივაღწიეთ ახალ შეთანხმებას, რომ 11 მლნ ლარის აქტივი დედაქალაქის მუნიციპალიტეტს ექნება",- განაცხადა ზარქუამ. მისივე ინფორმაციით, 7,5 ჰა-ზე გაშენდება პარკი, რისთვისაც 3,5 დოლარი დაიხარჯება, ხოლო დანარჩენ 7,5 ჰა-ზე კი მშენებლობა განხორციელდება, საიდანაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გარკვეული აქტივები ექნება. დღესვე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი სხვა საკითხებიც განიხილეს და მხარი დაუჭირეს. სხდომას დეპუტატებთან ერთად მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)