|
2018-05-25 16:55:11, 1201 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ პირველი გასვლითი სხდომა ქუთაისში გამართა
აფხაზეთის კვირეულისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის ფარგლებში ქალაქ ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ პირველი გასვლითი სხდომა გამართა და ინდოელ ინვესტორებს უმასპინძლა. აფხაზეთის სსიპ “ბიზნესინკუბატორში” ქართულ-ინდური ჩაის მწარმოებელი კომპანია “სინერჯი ცხრა”-ს გახსნის ცერემონია და სოფელ რიონის ჩაის პირველადი გადამამუშავებელი, რეაბილიტირებული ფაბრიკის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოწვეულმა იმერეთის რეგიონში მოღვაწე დევნილმა ბიზნესმენებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები რომელიც მიზნად ისახავს ინდოელ პარტნიორებთან სხვადასხვა ბიზნესში ურთიერთობების გაღრმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. პროექტები გულისხმობს რეგიონში მცხოვრები დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქამებას. “მივესალმები ყველა იმ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის დასაქმებას. ჩვენი ეკონომიკური საბჭო გააგრძელებს მუშაობას რათა მომავალშიც ხელი შეუწყოს ყველა იმ კონტაქტს რომელიც მიმართულია ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისათვის. მოხარული ვარ იმით, რომ დღეს ვიმყოფებით ქუთაისში და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი წვლილი შეგვაქვს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში”, - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, სსიპ ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელი ალუ გამახარია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)