|
2018-05-25 13:22:29, 1671 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია 26 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხას აქვეყნებს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 2018 წლის 26 მაისს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა სახის აქტივობები და კონცერტებია დაგეგმილი. 11:00-დან 22:00 საათი:
სივრცე 1 - წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თამაშები და ღონისძიების განმავლობაში ტერიტორიაზე წარმოდგენილნი იქნებიან ანიმატორები. სივრცე 2 - ჭადრაკი, სამაგიდო თამაშები, დიდი შაში, ფეხის ბილიარდი, მხიარული სათვალეები, სიზმრების დამჭერი, ბამბის ნაყინი, პლასტელინით ძერწვა; ანიმატორები, მიმები. სივრცე 3 - წარმოდგენილი იქნება ანიმატორები, ილუზიონისტების შოუ, საცირკო სანახაობა, ჯამბაზების შოუ, ოჩოფეხები, სახეზე მოხატვა, თოჯინების თეატრი, აზოტის შოუ, ზღაპრის გმირები, წყლის ბუშტების შოუ.
საბავშვო კონცერტების განრიგი:
სპეციალურად კონცერტისთვის 5 ცნობილი ქართველი კომპოზიტორი განსხვავებული ჟანრის ნამუშევარს შექმნის. საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წელი ხუთ პირობით ეპოქად იქნება დაყოფილი, თითოეულ ეტაპს კონკრეტული კომპოზიტორი თავის ნამუშევარს მიუძღვნის. გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ნიჭიერი შემსრულებლები. ეპოქების ცვლის აღსაქმელად კონცერტში ვიზუალური ეფექტების ნაცვლად, განსხვავებული ხმოვანი არქიტექტურა იქნება გამოყენებული. კონცერტს აკომპანირებას გაუწევს თანამედროვე ქართული სადირიჟორო ხელოვნების ერთერთი წარმატებული წარმომადგენელი მირიან ხუხუნაიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ორკესტრთან და გუნდთან ერთად. კონცერტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ორი ჰიმნი - „დიდება“ რომელიც გახსნის საღამოს და „თავისუფლება“ რომლის ახლებური შესრულებითაც დაიხურება კონცერტი. ასევე, შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შედევრის, მე-9 სიმფონიის მეოთხე ნაწილი - „ოდა სიხარულისა“.
(NS)
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)