|
2018-05-25 13:07:11, 1354 ნახვა
საზოგადოება
საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში სოციალური დაცვის ლიგის საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი საქართველოში მეფრინველეობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალის ზრდაა. ორგანიზატორების განცხადებით, საოჯახო მეფრინველეობის განვითარება ქვეყანაში შიდა და გარე შრომითი მიგრაციის პროცესებს შეანელებს და ხელს შეუწყობს თვითდასაქმებას. საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ჩატარდა, სადაც მონაწილეობა ფერმერებმა, ადგილობრივმა კომპანიებმა და არასამთავრობოორგანიზაციებმამიიღეს. ფორუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურუძე დაესწრო. იური ნოზაძის განცხადებით მეფრინველეობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტებში. სახელმწიფო ხელს უწყობს ფრინველების ადგილობრივი ჯიშების მოძიება, აღდგენა, შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. „სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის საქართველოს მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს, კონკრეტულად საოჯახო მეფრინველეობის ხელშეწყობის მიზნით კი, მას შემდეგ რაც შესწავლილი იქნება დარგის სრული ღირებულებათა ჯაჭვი და დადასტურდება, რომ აღნიშნული სფერო არის რენტაბელური და იგი ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სამინისტრო განიხილავს ხელშეწყობის სხვადასხვა გზებს“, - აღნიშნა იური ნოძაძემ. სოციალური დაცვის ლიგის ორგანიზებით 2018 წლის 22-23 სექტემბერს თბილისში საქართველოს მეფრინველეობის გამოფენა „Chicken-Georgia 2018"გაიმართება, რომელშიც ადგილობრივი ფერმერები ჩაერთვებიან.
(NS)
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)