07:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 10:18:35, 1620 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

დღეს, თბილისსა და 20-ზე მეტ ქალაქში, კოსტიუმირებული დღესასწაული - ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, დღის განმავლობში  ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი.

„18 მაისს, დილით, ჩოხაში გამოწყობილი ბაიკერები შემოივლიან თბილისის ქუჩებს, სამოსის დღეს დააანონსებენ და მოქალაქეებს ნაციონალური სამოსით ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. თბილისში მთავარი ღონისძიებები ახალ აღმაშენებელზე გაიმართება. გამოფენები და კოსტიუმირებული მსვლელობა 18:00 საათიდან დაიწყება. 19:00 საათიდან მაყურებელს საინტერესო კონცერტები ელის: სანდრო ნიკოლაძის ბენდი “მუსიკალური ელარჯი“, სუხიშვილების ახალი თაობა, “ეგარი“, ბენდი Refresh -ი & თორნიკე ყიფიანი & მარიამ აბდუშელიშვილი, ბენდი “ჩვენებურები“, “შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ. 

18 მაისი იქცა საზოგადოების მიერ თვითორგანიზებულ დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება. 

ეროვნული სამოსის დღემ მთელს ქვეყანაში საზოგადოებრივი კამპანიის სახე მიიღო. რამდენიმე ცნობილი სასტუმროს მომსახურე პერსონალი ამ დღით სტუმრებს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ემსახურებოდა, მაგალთად, მთაწმინდის პარკმა სამოსის დღე საკუთარი ძალებით აღნიშნა პარკის ტერიტორიაზე. გასულ წელს საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საზღვარგარეთ 12 ქალაქში აღნიშნეს ქართულმა დიასპორებმა და საელჩოებმაც. მათ შორის, ვაშინგტონში, ლონდონში, დუბლინში, კიევში და კიდევ რამდენიმე ქალაქში. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები და ტურისტები საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობას შეძლებენ. შესაძლოა მომავალში ეს დღე საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცეს, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩადიან ტურისტები ისტორიული კარანავალების სანახავად“, - ნათქვამია ეროვნული სამოსის დღის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics