|
2018-05-17 11:56:05, 1265 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით თბილისის ხელოვნების ბაზრობა იხსნება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით 17 მაისს, 15:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის ხელოვნების ბაზრობა - Tbilisi Art Fair გაიხსნება. ოთხდღიან გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათი გალერეა და ორმოცი დამოუკიდებელი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას. მათ შერჩევაზე მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფმა იმუშავა, რაც წარმოდგენილი ნამუშევრების მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა. თბილისის ხელოვნების ბაზრობის საბჭოს წევრებს შორის არიან რიტა იანსენი, ბოზარის (Bozar) მრჩეველი კულტურის სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ვ. ილინი, გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების ავტორი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში. თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი პროგრამები, ლექციები, მასტერ-კლასები და ღია ფორუმები. გარდა ამისა, გაიმართება პარალელური ღონისძიებები: Tbilisi Photo Festival - ქართული ფოტოგრაფიის რეტროსპექტივა - „აქ და იქ - რეალობაში და მის მიღმა“. გამოფენა 20 ავტორის ნამუშევარს აერთიანებს და ფოტოგრაფიის განვითარებას სამსაუკუნოვან ისტორიას აჩვენებს. ქართული ფოტოგრაფიის ასეთი გამორჩეული გამოფენა პირველად იქნება წარმოდგენილი ფართო აუდიტორიისთვის. უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა - „დაიკარგა თორმეტი ქალი“ თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეში - აბრეშუმის მუზეუმში გაიხსნება. ნამუშევრები ემიგრაციის თემას ეძღვნება. „ომი დროებით შეჩერებულია“ - ამ სახელწოდებით გაიმართება ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფური გამოფენა, რომელიც 20-მდე ხელოვანის ფოტო-ვიდეო ინსტალაციას, პერფორმანსს და ფერწერულ ნამუშევარს აერთიანებს. თბილისის ხელოვნების ბაზრობის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის სტანდარტების შექმნას და განვითარებას. Tbiisi Art Fair 2018-ის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი Check in Georgia, თბილისის მერია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, კუნსტ ჰალლე თბილისი, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის ფოტო ფესტივალი, თიბისი სტატუსი და სხვა ოცდასამი ქართული კერძო კომპანია. ღონისძიების ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია". დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.tbilisiartfair.art
(NS)
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)