06:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 11:35:39, 1617 ნახვა

საზოგადოება
მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად დაინტერესებულ კომპანიებს სამი ლოკაცია სიმბოლურ ფასად გადაეცემა

მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად სამი ლოკაცია დედაქალაქში დაინტერესებულ კერძო კომპანიებს  სიმბოლურ ფასად -  ერთ ლარად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა  კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამივე ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი, ხოლო ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტს მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს. 

თბილისის მერმა ბიზნესსექტორს მოუწოდა, აღნიშნული შესაძლებლობით დაინტერესდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ქალაქის საკეთილდღეოდ იმუშაონ.

„მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით, სამ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ეს ადგილებია: გეგეშიძის ბაღი, რკინიგზის სადგური და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია. მინდა მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ იაქტიურონ ამ პროექტების განსახორციელებლად. მათ  ამ კონკრეტულ ლოკაციებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცემთ. აღნიშნულ სამ ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და აღნიშნული პროექტების ერთად განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა  თბილისის მერმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics