04:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 02:27:58, 1814 ნახვა

საზოგადოება
სამართალდამცველებმა კონტრაქციის მონაწილეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის უფლება მისცეს

სამართალდამცველებმა კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან შეუშვეს.

ისინი სიტყვით გამოვიდნენ და ხვალ, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ აქცია-მსვლელობა დააანონსეს. აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის მონაწილეები ტერიტორიას უკვე ტოვებენ.

რაც შეეხება აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებს, მათ ტერიტორია სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს. პარლამენტის შენობის ეზოში მათთვის პოლიციამ სპეციალური ავტობუსები განათავსა, რომლითაც ისინი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მანამდე კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას რამდენჯერმე შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, ისინი სამართალდამცველებს ქვებს, ბოთლებს და სხავადასხვა საგნებს ესროდნენ, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაშავდა. გარდა ამისა, პოლიციამ კონტრაქციის 20-მდე მონაწილე დააკავა.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას სპეც დანიშნულების რაზმი და პოლიციის თანამშრომლების ნაწილიც ტოვებს, ვინაიდან ადგილზე დაპირისპირების საფრთხე აღარ არსებობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics